პარლამენტმა გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახა კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს პარლამენტმა მხარი ერთხმად დაუჭირა.
შესაბამი დადგენილების პროექტი პლენარულ სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
მისი თქმით, წარმოდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია გიორგი ცაგარეიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების მინიჭება.
თაგები:
გია ცაგარეიშვილი




