პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვას დაეთმო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კოლეგებს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმებული კანონპროექტის მე-11 და მე-12 პუნქტები გააცნო, რომლებიც გარდამავალ დებულებაში აისახება და რომლის მიხედვითაც, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწესებული ბარიერი 2%-მდე მცირდება და მანდატების განაწილების პროპორციული წესი დგინდება.
ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებულ პარლამენტის წევრთა რაოდენობას, შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა მისივე განმარტებით, რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა.
საკონსტიტუციო კანონპროექტის წარდგენის შემდეგ განხილვის პროცესი დეპუტატების გამოსვლებით გაგრძელდა.
პარლამენტში მყოფმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს და მოსაზრებები გამოთქვეს.
საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ დეპუტატებმა წარმოდგენილ საკონსტიტუციო კანონპროექტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თაგები:
საკონსტიტუციო ცვლილებები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


