
ავტორი
Front News საქართველო
პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პარლამენტის წევრის ნატო ჩხეიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში,” ცვლილებების პროექტს.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორს მიაჩნია, რომ ვინაიდან 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, (რაც ასახულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში) საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღინიშნებოდეს 9 აპრილს. მისივე თქმით, დამოუკიდებელ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უმჯობესია, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის დღე აღინიშნებოდეს.
კენჭისყრის შედეგად კანონპროექტს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 3.
თაგები:
ნატო ჩხეიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს