Logo

პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატურების მოსმენა დაიწყო

პოლიტიკა
14.02.2022 / 11:12
Frontnews image description

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ემზარ გაგნიძისა და კარლო კაციტაძის კანდიდატურების მოსმენა დაიწყო.

 

“ჩვენ ორივე კანდიდატთან გვექნება კითხვები, როგორც მათ პროფესიულ გამოცდილებასთან, ასევე, გეგმებთან და ხედვასთან დაკავშირებით. ეს პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩვენი საზოგადოება  თვალყურს მიადევნებს გასაუბრების სრულ პროცესს“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. 

 

კომიტეტზე მოსმენის შემდეგ, კანდიდატურებს კენჭი ეყრებათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს საკანონმდებლო ორგანო,  სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს.

 

გასული წლის 30 დეკემბერს, პარლამენტის მიერ  „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“  კანონებში შეტანილი ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შეიქმნა ორი დამოუკიდებელი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები