პარლამენტთან შიმშილობა კიდევ ერთმა აქტივისტმა დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან შიმშილობა კიდევ ერთმა აქტივისტმა ვახო ფიცხელაურმა დაიწყო.
“მე დღეიდან, საღამოდან, რუსთაველზე შევუერთდები მოშიმშილე ადამიანების რიგებს. ჩემ უკან არის ჩემი ოჯახი და ვალდებულებები, რის გამოც ვერ ვკეტავ მაღაზიას, მაგრამ ვიპოვე გამოსავალი. მინდა გთხოვოთ, ვისაც გცალიათ და მოახერხებთ, მინდა, რომ ჩააბაროთ დაშლილებში ჩემი კუთვნილი ავტომანქანა და ეს თანხა გადასცეთ ჩემს მეუღლეს, რომ მე იმედიანად ვიყო და ჩემს უკან მდგომი ვალდებულებები არ მანერვიულებდეს.
ამ გადაწყვეტილებით, მინდა ყველას დაგანახოთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი და რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. ახლა აღარ არის იმის დრო, რომ თქვენს სახლებში ისხდეთ. არ ვიცი ჩემი ეს გადაწყვეტილება თქვენს გულებში, თქვენს თავებში, თქვენს ტვინებში რამეს თუ შეცვლის, მაგრამ მე ჩემს თავთან, ჩემს ნამუსთან, ჩემს ოჯახთან და პირველ რიგში, ჩემს ქვეყანასთან უნდა ვიყო მართალი”, – აცხადებს ფიცხელაური.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტთან შიმშილობა სამმა აქტივისტმა დაიწყო - ვასილ ელიავამ, გიორგი სტეპანოვმა და ბაჩო კუციამ.
27 ივნისს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე შიმშილობა დაიწყო, დღეს მას გედევან ფოფხაძე შეუერთდა.
თაგები:
შიმშილობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს