
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა არიან მობილიზებული.
ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ხელახალ ჩანიშვნას ითხოვენ.
“მე ვარ ემიგრანტი, რომელიც აქციებისთვის ჩამოვედი და ართმევენ სამშობლოს. მოვუწოდებ ყველას, რომ გამოვიდნენ და არ მისცენ ჩვენი დარბევის საშუალება, რადგან ასობით არიან მობილიზებულნი, სავარაუდოდ, ყველა ძალას მიმართავენ იმისთვის, რომ დაგვარბიონ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია არ დაესწრება, რადგან მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არალეგიტიმურია და ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.
თაგები:
პოლიცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს