პარტია "გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია "გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.
კერძოდ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ პარტიის შემდეგ წევრებს: თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, გიორგი გახარიას, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახაბერ ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს, ზვიად ძიძიგურს.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია, შესაბამისად, მისი 12 წევრი დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრად ითვლებოდა. როგორც პარლამენტის სხდომაზე საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას ექვსი თვით შეუჩერდებოდა პარტიული დაფინანსება.
"ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტიას „საქართველოსთვის“ დაახლოებით 800 000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული ისე, რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. ასევე, შეგახსენებთ რეგულაციას, რომ მანდატების შეწყვეტის შემთხვევაში, პარტიას 6 თვით შეუჩერდება პარტიული დაფინანსება“, – განაცხადა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
თაგები:
"გახარია საქართველოსთვის“

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს