პარტია "გახარია საქართველოსთვის" აქციების დროს გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია "საქართველოსთვის“ პარლამენტში ვაინიციირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწვალელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიის განცხადებით, საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა.
"საერთაშორისო მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ "ოცნების" რეჟიმის მიერ კანონით აკრძალული ქიმიური ნივთიერების მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენების შესახებ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი, ოცნებაში კი სრული პანიკა და ისტერიკა გამოიწვია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ეჭვებს მათი ბრალეულობის შესახებ!
იმდენად მძიმე შესაძლო დანაშაულთან გვაქვს საქმე, რომ დღის წესრიგში დგება ამ საქმის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების დაწყების მოთხოვნა.
ხალხმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად ვის მიერ მოხდა უკანონო ქიმიური ნივთიერების წყალში შერევაზე ბრძანების გაცემა?
ეს იყო სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი უკანონობა, რამაც რისკის ქვეშ დააყენა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობა განპირობებულია არა მხოლოდ დამნაშავეთა გამოვლენის და ანალოგიური მძიმე დანაშაულის პრევენციის, არამედ დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობის რისკების დროულად იდენტიფიცირებისა და მათი სასიცოცხლო ინტერესებით.
იმ პირობებში, როცა ოცნების სასამართლოს და საგამოძიებო სისტემას საზოგადოების ნდობა პრაქტიკულად აღარ აქვს და მართლმსაჯულება პოლიტიკურად არის მოტივირებული და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის კვალი შესაძლოა მიდიოდეს უმაღლესი თანამდებობის პირებთან, არსებობს ლეგიტიმური მოსაზრება, რომ ოცნების პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება სრულად დამოუკიდებელი, ობიექტური და ეფექტური.
ფაქტია, რომ აქამდე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებისა და მათ მიმართ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე ოცნებას არ დაუწყია გამოძიება და არც უკანონო ბრძანების გამცემი და არც შემსრულებლები არ დაუსჯია.
ამიტომ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რომ ამჯერად მაინც ყველაფერი ბოლომდე და ობიექტურად იქნება გამოძიებული! მით უფრო, როცა სახეზე გვაქვს ოცნების ქაოსური, ისტერიკული და პანიკური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები და იძულებითი აღიარება იმ ფაქტისა, რომ წყლის ჭავლი ნამდვილად შეიცავდა გარკვეულ მომწამლავ ნივთიერებას.
ყველა ამ გარემოების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, უახლოეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტს მივმართოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.
უნდა შევთანხმდეთ ერთ საკითხზე: ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმაღლესი ღირებულებაა. ის არც პარტიულ ინტერესებზე დგას და არც ვიწრო პოლიტიკური ინტერესის მძევალი შეიძლება გახდეს.
საგამოძიებო კომისია არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას პირადად შეაფასონ გამოძიების ობიექტურობა, პირდაპირი ეთერით მოისმინონ პასუხები კითხვებზე, რომლებიც მათ აწუხებთ.
სწორედ ამიტომ, ფრაქცია „საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტში ვაინიიცირებთ დადგენილების პროექტს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწვალელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
თაგები:
"გახარია საქართველოსთვის"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


