
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 13-15 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში (MSC) მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირებთან გამართავს შეხვედრებს, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"MSC არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, სადაც წელიწადში ერთხელ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.
წელს კონფერენციაში, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და სხვები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გიორგი გახარია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს