Logo

პატრიარქი ხვალ ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

Frontnews image description

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს,14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელის და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს, პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს.

"ხვალ, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა - იოანე ზედაზნელის და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს.

ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

თაგები:

პატრიარქი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები