
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს საპატრიარქო მსახიობ ელგუჯა (გუჯა) ბურდულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“დღეს ვემშვიდობებით ყველასთვის საყვარელ პიროვნებას, გამორჩეულ ქართველს, ლომისის ერთგულ ყმას, სიონის საკათედრო ტაძრის ძველ სტიქაროსანს, თბილსა და ბავშვივით გულწრფელ ელგუჯა (გუჯა) ბურდულს.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ბატონ ელგუჯასთვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული 81 წლის ასაკში 5 მარტს გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს