პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწრება

ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დღევანდელ სხდომას დაესწრება.
პროცესი 11:00 საათზე უნდა დაიწყოს.
ამ დროისთვის სასამართლოთან მიხეილ მხარდამჭერების მომხრეები იკრიბებიან, თუმცა არც მათ და არც ჟურნალისტებს პროცესზე და სასამართლოს ტერიტორიის შიდა პერიმეტრზე არ უშვებენ.
სასამართლოს ეზოში მობილიზებული არიან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




