პენტაგონის ხელმძღვანელი შოიგუს ერთ კვირაში მეორედ ესაუბრა


ავტორი
Front News საქართველო
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა ერთ კვირაში მეორედ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან სატელეფონო საუბარი გამართა. განხილვის ერთ-ერთი თემა უკრაინის ომი იყო.
პენტაგონის ინფორმაციით, განმეორებითი სატელეფონო საუბარი შოიგუს თხოვნით გაიმართა.
“მინისტრმა ოსტინმა უარყო რუსეთის ესკალაციის ნებისმიერი საბაბი და დაადასტურა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის ფონზე კომუნიკაციის გაგრძელების მნიშვნელობა“, – ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
ორი მინისტრის საუბრის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს