
ავტორი
Front News საქართველო
ირანული ურანის რუსეთის ფედერაციაში შენახვის წინადადება ძალაში რჩება, თუმცა საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
"ეს წინადადება მოლაპარაკებების მაგიდაზე რჩება. ის ინარჩუნებს თავის აქტუალობას, თუმცა რა თქმა უნდა, საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ სიტუაცია სერიოზულად გართულდა", - განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, რუსეთი ინარჩუნებს მზადყოფნას გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა, რათა აღმოიფხვრას ამ კრიზისის საწყისი მიზეზები.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს