
ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ლიდერი მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, მაგრამ მოსკოვში.
"თუ ბატონი ზელენსკი ამგვარად გამოთქვამს რუსეთში ჩამოსვლის სურვილს, ჩვენ ამას მივესალმებით. თუმცა, გვინდა შეგახსენოთ, რომ პუტინმა გამოთქვა სურვილი, მიიღოს იგი მოსკოვში. მოსკოვია რუსეთის დედაქალაქი და არა კონსტანტინოვკა. ამიტომ, მას შეუძლია მოსკოვში ჩამოსვლა, როგორც კი მზად იქნება მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მისაღებად“, - განაცხადა პესკოვმა.
3 ივლისს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა დონეცკის ოლქში ქალაქი კოსტიანტინივკა დაიკავეს. აღნიშნულს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი უარყოფს და აცხადებს, რომ ქალაქი უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშაა.
პუტინის განცხადებას დღეს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მას კოსტიანტინივკაში შეხვედრა შესთავაზა.
"თუ კოსტიანტინივკა ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, მაშინ პუტინს ალბათ, არ გაუჭირდება იქ ჩემთან შეხვედრა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების პოვნა ომის საბოლოოდ დასასრულებლად. სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს