პესკოვი – ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ითვალისწინებს სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომ სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის.
“ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. ჩვენ ვიცით, რომ არის გარკვეული ნიუანსები სომხეთის მიდგომებში უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, ჩვენ მათ ვითვალისწინებთ, ვიცით”, – განაცხადა პესკოვმა.
კრემლის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი, რა თქმა უნდა, აგრძელებს ერევანთან სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარებას.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს