პეტრე ცისკარიშვილი - ევროპელი ელჩების დაბარება არის საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელება


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპელი ელჩების დაბარება არის საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელება. მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც არის დასავლეთში და აშშ-ში არ მოსწონს “ოცნებას”, ეს მისთვის არის უცხო, ამაში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
"ევროპელი ელჩების დაბადების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც “ოცნების” საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება. ასე ხდებოდა ბნელ 70-იან 80-იან წლებში, აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში, საბჭოთა კავშირს ფარგლებს შიგნით და სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს მართავს იმისათვის, რომ ეურთიერთოს დასავლურ ელჩებს. მთავარი პრობლემა მოდის იქიდან, რომ სამი წლის წინ ჩვენ როდესაც გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დასავლეთიდან მოითხოვეს და ელოდებოდნენ იმ ტიპის რეფორმების გატარებას და იმ ღირებულებების ერთგულებას, როგორიც არის თვითონ ევროპაში, ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას. ეს მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც არის დასავლეთში და აშშ-ში არ მოსწონს “ოცნებას”, ეს მისთვის არის უცხო, ამაში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში და აქედან გამომდინარეობს სწორედ ის დაძაბულობა. გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს