Logo

პეტრე ცისკარიშვილი – გახარიას ჯგუფზე “ოცნებიდან” შემოტევებს თავისი ზეგავლენა აქვს ხოლმე

პოლიტიკა
1123
Frontnews image description

გახარიას ჯგუფზე “ოცნებიდან”  შემოტევებს თავისი ზეგავლენა აქვს ხოლმე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

 

მისი თქმით,  ამ ეტაპზე ძნელია პროგნოზირება, გაგრძელდება თუ არა ზუგდიდის საკრებულოში პარტია “საქართველოსთვის” წევრებთან  მოლაპარაკებები. 

 

“ჩვენ ბატონ ბაჩანას მოსაზრებას და ემოციას პატივს ვცემთ. არ ვიცი,  რა ეტაპზეა ზუგდიდის საკრებულოში მოლაპარაკებები, მაგრამ როგორც ვხედავ, ეს პოლიტიკური ჯგუფი როგორღაც დაკომპლექსებულია.  როგორც კი “ოცნება იტყვის, თქვენ “ნაციონალებთან” გარიგდით,  თუ კოალიცია შეკარით…  “ოცნებიდან” ამ ტიპის შემოტევებს თავისი ზეგავლენა აქვს ხოლმე.  აქედან გამომდინარე, არ ვიცი ეს მოლაპარაკებები როგორც წავა, რა შედეგზე გავა და საერთოდ გაგრძელდება თუ არა” – განაცხადა ცისკარიშვილმა. 
მისი თქმით, ბაჩანა შენგელიას მოწოდება პარტიისთვის ანგარიშგასაწევია. 

 

“ნებისმიერი ადამიანის მოწოდება არის ანგარიშგასაწევი, მითუმეტეს ბაჩანას მოწოდება, რომელმაც ასეთი ემოციური ტრამვა მიიღო და ასეთ ტრაგედიას გაუძლო, რა თქმა უნდა ჩვენ ყველას მოსაზრებას ვითვალისწინებთ”, – განაცხადა ცისკარიშვილმა. 

 

ოპოზიციის მხარდამჭერი, ზუგდიდის ერთ-ერთი სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს,  ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელს მხარი არ დაუჭიროს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები