პეტრე ცისკარიშვილი - იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ექვემდებარებიან პოლიტიკურად, ეკრძალებათ ევროპასთან პარტნიორობა

ავტორი
Frontnews საქართველო
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ექვემდებარებიან პოლიტიკურად და დღეს ასეთად განიხილავს საქართველოს პუტინი, სამწუხაროდ, ეკრძალებათ ევროპასთან კარგი ურთიერთობები, პარტნიორობა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ევროკავშირი მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებს.
"ალბათ, მოლაპარაკებები რამდენიმე წელი გაგრძელდება, მაგრამ მოლაპარაკებების გახსნა უკვე ნიშნავს, რომ მათი გზა არის მკაფიოდ ევროპისკენ. ჩვენს შემთხვევაში, რა მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ იმ ხელისუფლებასთან, რომელიც თვითონ უპირისპირდება ევროკავშირს, ლანძღავს, აგინებს, იქ შესვლა არ უნდა.
იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ექვემდებარებიან პოლიტიკურად და დღეს ასეთად განიხილავს საქართველოს პუტინი, სამწუხაროდ, ეკრძალებათ ევროპასთან კარგი ურთიერთობები, პარტნიორობა, რომ არაფერი ვთქვათ, ევროკავშირში გაწევრიანებაზე", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირი ამუშავებს წინადადებებს, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებასთან ყველაზე ახლოს მყოფ ოთხ ქვეყანას გაწევრიანებისკენ მკაფიო, ეტაპობრივ გზას შესთავაზებს.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




