
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში არა 130, არამედ 119 ადამიანია, შესაბამისად, კვორუმი იყო და პოლიტსაბჭოს ეს სხდომა უფლებამოსილია, რომ გადაწყვეტილებები მიიღოს, არასწორია ინფორმაცია, რასაც ქალბატონი თინა საუბრობს, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში თინა ბოკუჩავას ჩამოსვლასთან დაკავშირებით პარტიამ ყრილობა გადადო.
"მას უნდოდა, ყრილობას დასწრებოდა. ყრილობა, რომელიც ივლისის ბოლოს უნდა ჩაგვეტარებინა, გადავდეთ, რომ ის ქალაქში ყოფილიყო. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ წესი და კანონი გვავალდებულებს, ყრილობის წინ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართოს და შესაბამისად ეს პოლიტსაბჭო იყო წინამოსამზადებელი სხდომა ყრილობისთვის, რომელიც დავუმიზნეთ ქალბატონი თინას თბილისში ყოფნას. ქალაქგარეთ რომ არის, ნახევარი პოლიტსაბჭო რეგიონიდან ჩამოვიდა. წესით, 8 ივლისს რომ გაგვივიდა ვადა, ვგეგმავდით ყრილობას, ივლისის ბოლო უწევდა. მართალია, დაგვირეკა და გვითხრა, 3 აგვისტომდე ქალაქში არ ვარ, იქნებ ისე გავაკეთოთო, რომ 4-5-ში ჩატარდეს ყრილობაო, დავეთანხმეთ და გადავწიეთ 5-მდე. ამ ყრილობას რომ პოლიტსაბჭო უწევს, ჩვენი ბრალი არ არის“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა "ტვ პირველთან".
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს