პეტრე ცისკარიშვილი - "ოცნება" ვერ მიაღწევს საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას


ავტორი
Front News საქართველო
"ოცნება" ვერ მიაღწევს საქართველოს ამერიკის რადარიდან გაქრობას – საქართველო იქნება წარმატების, პროგრესისა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მაგალითი მთელ რეგიონში“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა
"ოცნების“ არალეგიტიმურ რეჟიმს აქვს იმედი, რომ ამერიკის ახლანდელი ადმინისტრაცია დაკავდება მხოლოდ ამერიკული საკითხებით, იქნება იზოლირებული მსოფლიო მოვლენებისგან და გაეხსნებათ თავისუფალი ხელი, რომ იმეგობრონ და იპარტნიორონ იმ თავის საყვარელ სახელმწიფოებთან როგორიც არის ირანი, რუსეთი, ბელორუსი, ჩინეთი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდება, ამერიკას კიდევ უფრო მეტი ამბიცია აქვს, რომ დიდ როლს თამაშობდეს რეგიონულ პოლიტიკაში, განსაკუთრებით მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და შვი ზღვის რეგიონშიც და საქართველო აშშ-სთვის აღარ იქნება ავად სახსენებელი ქართული სცენარი, რაზეც აღმოსავლეთ ევროპაში საუბრობენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები, როდესაც რაც ვერ შეძლო პუტინმა საომარი მოქმედებებით, მიაღწია საარჩევნო ბიულეტენებით და ქართველი ხალხის ხელით თუ შეიძლება ასე ითქვას პუტინის ფრაზის პერიფრაზირება, არამედ საქართველო იქნება წარმატების, პროგრესის, განვითარების და ევროპულ საერთო ოჯახში გაწევრიანების მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის მთელს რეგიონში“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აგრძელებენ შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში. სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს;
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს