
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა, მოლდოვა წინ მიიწევს, მაგრამ როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება, საქართველო თავის ისტორიულ მოძრაობას დაუბრუნდება და აღადგენს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში შეუძლებელია ბრიუსელთან და ევროკავშირთან დაახლოება, რადგან ეს კრემლის მიზნებში არ შედის.
"ქართული ოცნება" პროპაგანდას ატარებს - გინდათ მიშას დაბრუნება და "ნაცების" ხელისუფლებაში მოსვლა?! , ამას ემატება ფული, პროპაგანდა და ძალოვანი რესურსები, რომელიც ნებისმიერ ხელისუფლებას გააჩნია და ეს ხელისუფლება დიდი სისასტიკით იყენებს ძალოვან რესურსებს და ასე ინარჩუნებენ ხელისუფლებას. საგარეო ფრონტზე მათი პოლიტიკური ვირეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ აქვთ მეორე დაკვეთა მოსკოვიდან - რომ რუსეთის მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, რომელიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, რომ აშშ-ზე მეტად არის ევროპა და ევროკავშირი, მას ჩემი ვასალი სახელმწიფოები როგორ შეიძლება დაუახლოვდნენ - აქედან გამომდინარეც არის, სამწუხაროდ, რომ ამ მოქმედი რეჟიმის პირობებში საქართველოს ეკრძალება ბრიუსელთან კარგი ურთიერთობის დამყარება, ევროინტეგრაცია და სწორედ ამ ისტორიულ პროცესს ვადევნებთ თვალს - უკრაინა, მოლდოვა წინ მიიწევს, მაგრამ როგორც კი ეს რეჟიმი დასრულდება, საქართველო თავის ისტორიულ მოძრაობას დაუბრუნდება და აღადგენს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს