პეტრე ცისკარიშვილი – უნდათ, რომ ევროპაზე გაბრაზდნენ ქართველები

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ “ოცნების” მხარდაჭერა და 41-ის გაფერადება ნიშნავს სიღარიბეს იზოლაციაში, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ოცნება” იმასაც ცდილობს, რომ ქართველი ხალხი ევროპაზე გაბრაზდეს.
“ჩვენ არჩევნებამდეც ვამბობდით, რომ “ოცნების” მხარდაჭერა და 41-ის გაფერადება ნიშნავს სიღარიბეს იზოლაციაში. შემთხვევითი არ არის, რომ პირველი კვარტალის ბიუჯეტი არ შეივსო, არ ეყოთ ფული იმიტომ, რომ ეს იზოლაცია აისახება ყველაფერზე, ყველას კეთილდღეობაზე, საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეულ ოჯახზე. ამას ვგულისხმობდით. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი ყველაფერს ეცდებიან, რომ ეს ხალხს გადააყლაპონ და შეაგუონ. ამიტომაა, რომ უნდათ, ევროპაზე გაბრაზდნენ ქართველები.
ევროპაში საქართველო ერთგვარი მომავლის იმედია აღმოსავლეთის მიმართულებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს ხედავენ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




