პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პოროშენკო განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
უკრაინის ლიდერი ზურაბიშვილს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და საზოგადოების კონსოლიდაციაში წარმატებას უსურვებს.
“ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს