
ავტორი
Front News საქართველო
ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციის ვადების შემცირებას ითვალისწინებს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი, რომელიც პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ, 83 ხმით მიიღო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პროექტის თანახმად, გამარტივდება აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას, ბაზარზე დაშვების პროცედურა, რაც რეგისტრაციის ვადის შემცირებას გულისხმობს. კერძოდ, ვადები შემცირდება აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისას 15 დღიდან – 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას, 10 დღიდან – 5 დღემდე.
თაგები:
პარლამენტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს