ფაშინიანი – უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება


ავტორი
Front News საქართველო
სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან გრძელდება აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
“ანალიზები აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის პირდაპირი ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის აქტი, რის შესახებაც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას.
სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ ისტორიისთვის მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
28 სექტემბერს, “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის” “პრეზიდენტმა” გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, “რესპუბლიკა” არსებობას 2024 წლის 1 იანვრიდან წყვეტს.
თაგები:
მთიანი ყარაბაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს