
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა დენის შმიგალმა თანამდებობები დატოვეს.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, ორივე განცხადება უკრაინის პარლამენტს წარედგინა.
მისივე თქმით, ამ განცხადებებს რადა დადგენილი წესით უახლოეს მომავალში განიხილავს.
მოსალოდნელია, რომ უმაღლესი რადა შმიგალის და ფედოროვის გათავისუფლების საკითხს სამშაბათს, 13 იანვარს განიხილავს, მათ დანიშვნას ახალ თანამდებობებზე კი - ოთხშაბათს, 14 იანვარს.
2 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი მიხაილო ფედოროვი წარადგინა, მეორე დღეს, 3 იანვარს კი თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი პირველი ვიცე-პრემიერის და ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორის დასაცავად სისტემური მიდგომაა საჭირო.
თაგები:
დენის შმიგალი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს