
ავტორი
Front News საქართველო
ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალებიდან ფინალის ჩათვლით, ყველა მატჩს რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზე აჩვენებენ.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მატჩების დიდ ეკრანზე ტრანსლირებას თბილისის მერია და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზრუნველყოფენ.
"თბილისის მერიისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორობით, როდესაც დაიწყება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალები, დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს ყველა მატჩის ჩვენებას. ტრანსლირება რესპუბლიკის მოედანზე განთავსებულ დიდ ეკრანზე გაიმართება. ფეხბურთს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. შესაბამისად, საკმაოდ კარგი ინიციატივაა. მინდა, მადლობა ვუთხრა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ამ შემოთავაზებისთვის. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო საფეხბურთო ზეიმი დედაქალაქის მცხოვრებლებს გააერთიანებს რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს