
ავტორი
Front News საქართველო
ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრა გუშინ თავად სამინისტრომ გააუქმა.
"მტკიცება, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრ ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა, არასწორია. შეხვედრა გუშინ საღამოს ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გრაფიკის მიზეზით გააუქმა", - აცხადებენ საგარეოში.
დღეს დილით მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრმა ვალტონენთან შეხვედრა "კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო" გააუქმა.
თაგები:
ელინა ვალტონენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს