
ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები.
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებით იმუქრება, რაც, სავარაუდოდ, საქართველოზე გავლენას მოახდენს.
ორბანის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე გერმანელმა დიპლომატმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
მისივე თქმით, თბილისს ბერლინისგან მკაფიო თანხმობა ექნება, როდესაც ლიდერები კანდიდატის სტატუსზე იმსჯელებენ.
“პირველი გაკვეთილი – აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროკავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დაარღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული.
მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩვენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია”, – განაცხადა ფიშერმა. (ფორმულა)
თაგები:
პეტერ ფიშერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს