ფონიჭალაში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Frontnews საქართველო
მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მეექვსე ადამიანის, 7 წლის ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.
გოგონა მაშველების მიერ გადარჩენილი 3 წლის ბავშვის დაა. მათი დედა აფეთქების შედეგად დაიღუპა.
შს მინისტრის სულხან თამაზაშვილის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
"მეხანძრე-მაშველების მიერ, საერთო ჯამში, საბედნიეროდ, ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
თაგები:
ფონიჭალა




