Logo

ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

საზოგადოება
357
Frontnews
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა.

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის დირექტორის გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებენ.

"დღეს, დილისთვის მდგომარეობა არის უცვლელი, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ ექიმები, მიუხედავად სერიოზული დაზიანებისა. კვლავ მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფება სპეციალურ მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. დაზიანებები საკმაოდ სერიოზულია. აღენიშნება მთელი სხეულის მასშტაბური, 87 პროცენტი დაზიანება. ასევე სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა, რაც, სავარაუდოდ, გაზის აფეთქებამ გამოიწვია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

რაც შეეხება აფეთქების დროს დაშავებულ ორ ბავშვს, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთი ბარაბაძის განცხადებით, ორივე არასრულწლოვანი აქტიური და კონტაქტურია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები