Logo

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს

საზოგადოება
478
Frontnews
ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა 3 წლის ბავშვი ამოიყვანეს

ფონიჭალაში ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი არასრულწლოვანი ამოიყვანეს.

პირველადი ინფორმაციით, 3 წლის გოგონას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე 6 პირის ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.

ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

თაგები:

ფონიჭალა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები