Logo

ფონიჭალაში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

საზოგადოება
343
Frontnews
ფონიჭალაში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

ამ ეტაპზე 3 პირის ძებნა-შველის პროცესი გრძელდება.  

ცოტა ხნის წინ მაშველებმა 3 წლის გოგონა ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს.

აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დაშავდა ოთხი ადამიანი. მედიკოსების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცს აღენიშნება სხეულის თერმული დამწვრობა დაახლოებით 87%, ასევე სასუნთქი გზების დაზიანება, თერმული ინჰალაციური და ბაროტრავმა.

ასევე საყურადღებოა დაშავებული 11 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ქალა ტვინის მძიმე ტრავმა, ასევე გულმკერდის ტრავმა აქვს. ბავშვის დედას მსუბუქი ტვინის შერყევა აღენიშნება.

თაგები:

ფონიჭალა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები