ფონიჭალაში, ნანგრევებში მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს

ავტორი
Frontnews საქართველო
ფონიჭალაში, აფეთქების შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
დაღუპულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია.
ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
3 წლის გოგონა მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.
აფეთქება ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით მოხდა. არსებული ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა ოთხი ადამიანი.





