Logo

ფონიჭალაში გატაცებულ არასრულწლოვან გოგონას ამ დრომდე ეძებენ

სამართალი
1527
Frontnews image description

ფონიჭალაში გატაცებულ 16 წლის გოგონას ამ დრომდე ეძებენ. მოზარდი საკუთარი სახლიდან 9 დეკემბერს გაიტაცეს.

 

გოგონას ოჯახის ინფორმაციით, გამტაცებელს გეგმის განხორციელებაში დედაც ეხმარებოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა რამდენიმე თვის წინ დანიშნეს, თუმცა არასრულწლოვანს ოჯახის შექმნა არ უნდოდა.

 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახთან ერთად ვლადიკავკაზში ცხოვრობს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

თაგები:

ფონიჭალა
Advertisement