ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობას და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა


ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, ნიჩბოსნობის ახალ ბაზაზე, აკადემიურ ნიჩნოსნობას და კანოე კაიაკში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა.
შეჯიბრი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ფოთის სანიჩბოსნო სკოლის სპორტსმენებმა, სადაც კანოე კაიაკში 5 ოქროს მედალი, 6 ვერცხლის მედალი და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, ხოლო აკადემიური ნიჩბოსნობაში 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
“ვულოცავ ფოთელ სპორტსმენებს და ასევე, ყველა საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეს წარმატებით ასპარეზობას და შემდგომ გამარჯვებებს ვუსურვებ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, წყლის სპორტის სახეობების სათანადოდ წარმოჩენა და განვითარება ჩვენს ქალაქში, შესაბამისად ამ მიმართულებით გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, – განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
თაგები:
ფოთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს