
ავტორი
Front News საქართველო
პოლონელი პოლიტიკოსი, ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში იმყოფება. მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედასთან ერთად, დღეს პატივი მიაგო ავიაკატასტროფაში დაღუპული ლეხ კაჩინსკის ხსოვნას.
როგორც ყოფილმა ევროპარლამენტარმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ვიზიტის მთავარი მიზანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა და იმის ჩვენებაა, რომ მათ გვერდით დგანან.
მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების მუშაობის შეზღუდვა ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
“პოლიტიკური პარტიები დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გარანტია. მათი მუშაობის შეზღუდვა კი მიუღებელია. ეს აფერხებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მე ვგრძნობ რომ ამ მხრივ საქართველოში ძალიან სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს, რის შესახებაც ქვეყნის გარეთაც კარგად იციან და არ არიან ოპტიმისტურად განწყობილნი. პერსონალური სანქციები ახლოსაა.
ჩვენი ერთი მხრივ ვცდილობთ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ გვინდა, საქართველო დასავლური მიმართულებით წავიყვანოთ.
ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ დავაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არჩევნებამდე და ათუ არაფერი შეიცვლება, სანქციები იქნება.
ჩანს, რომ მმართველი პარტია ევროკავშირის წინააღმდეგია, დანარჩენი კი ხალხის გადასაწყვეტია”, – აცხადებს ფოტიგა.
თაგები:
ანა ფოტიგა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს