Logo

ფოთის მერიამ 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატები გამოავლინა

რეგიონები
6 საათის წინ / 10:34
48
Frontnews image description

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 35 ახალგაზრდა გახდა.

"ტრადიციულად, სტიპენდია გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის ფოთელი სტუდენტებისათვის. ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 30 ფოთელი სტუდენტი გახდა.

კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტთა სარეიტინგო სიაში საკონკურსო ქულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 96.71 ქულას შეადგენს.

ასევე, სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების სტუდენტებისათვის. პროგრამის ფარგლებში ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატი 5 სტუდენტი გახდა.

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების სარეიტინგო სიაში საკონკურსო ქულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი - 97.0 ქულას შეადგენს.

სასტიპენდიო პროგრამის თანახმად, გაორმაგებული ფულადი ჯილდო გადაეცემათ კონკურსში გამარჯვებულ 100 ქულის მქონე სტუდენტებს. წელს, 100 ქულის მქონე სამი სტუდენტია კონკურსის გამარჯვებულთა პირველ სამეულში.

მუნიციპალური სასტიპენდიო პროგრამა სემესტრული ხასიათისაა. დაფინანსება გაიცემა წელიწადში 2-ჯერ – გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრის შედეგების საფუძველზე.

პროგრამის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

ფოთის მერია სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიატის სტატუსს და წარმატებებს უსურვებს!", - აცხადებენ ფოთის მერიაში.

Advertisement