
ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე წარმატებულ სპორტსმენს გვანცა ქარჩავას შეხვდა და სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა.
"საამაყო და სასიხარულოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა გვანცა ქარჩავამ, სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა. გვანცა მსოფლიოს 12 საუკეთესო უშუისტ გოგონას შორის მოხვდა. ვულოცავ გვანცას და მის მწვრთნელს ვასილ დუნდუას, ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალ ასპარეზობებზე ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ“, - განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
გვანცა ქარჩავას ფოთის მუნიციპალიტეტისგან აღნიშნული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემა.
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოქტომბერში გაიმართება, სადაც 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს