
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას – ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.
ფრიდონ ინჯიამ კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
თაგები:
ფრიდონ ინჯია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს