Logo

ფრიდრიხ მერცი - სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზად არის, ჩვენ მას 20 მაისს მივიღებთ

უკრაინამსოფლიო
8 საათის წინ / 09:58
211
Frontnews image description

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს 20 მაისს მიიღებენ.

გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა თურქეთში უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სტამბოლში ჩასვლა უდიდესი ჟესტი იყო.

"პუტინი არ გამოჩნდა, რითაც საკუთარი თავი წაგებულ პოზიციაზე დააყენა. სანქციების ახალი პაკეტი უკვე მზადაა, ჩვენ მას სამშაბათს ბრიუსელში მივიღებთ“, – წერს კანცლერი.

უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო რუსეთის წინააღმდეგ წინა სანქციების მე-16 პაკეტი ევროკავშირმა თებერვალში მიიღო.

მედიის ინფორმაციით, სანქციების ახალი, მეჩვიდმეტე პაკეტი მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ და შავ სიაში შეჰყავს დაახლოებით 200 ნავთობმზიდი, რომლებიც გამოიყენება რუსული ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ასავლელად. პაკეტი ასევე ითვალისწინებს სანქციებს რუსი მოქალაქეების წინააღმდეგ კიბერთავდასხმების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და ევროპაში საბოტაჟის გამო.

Advertisement