პირველ სამშობიაროში ხმაურია, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
პირველ სამშობიარო კლინიკაში ხმაურია, ოჯახის წევრები პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
32 წლის სიმა კულიევას ოჯახის ინფორმაციით, პირველ სამშობიარო კლინიკაში ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალს სეფსისი განუვითარდა და 2 კვირა კომაშია.
მათივე თქმით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა ექიმმა ზაზა ზაუტაშვილმა, რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა. ქალის ოჯახი მის სხვა კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ოჯახის წევრები კლინიკის ექიმის კაბინეტში შევიდნენ.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
ამავე კლინიკაში რამდენიმე დღის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა.
თაგები:
კლინიკა




