პოდოლიაკი – ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემის საკითხს ორი ადამიანი წყვეტს


ავტორი
Front News საქართველო
ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ ორ ადამიანს შეუძლია გამოაცხადოს – უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს – ვოლოდიმირ ზელენსკის და ჯო ბაიდენს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
“ორი ადამიანია, რომლებიც აუცილებლად გამოაცხადებენ ATACMS-ის შესახებ და შემდეგ ისინი იქნებიან უკრაინაში. ესენი არიან ბატონი ზელენსკი და ბატონი ბაიდენი”, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ყველა დანარჩენს შეუძლია მხოლოდ ვარიანტების გამოთქმა.
”მე ვერ ვხედავ ვერც ერთ ვარიანტს, სადაც არ არის ATACMS უკრაინაში. მაგრამ საკითხს, როდის და რა რაოდენობით იქნება ისინი და იქნება თუ არა საერთოდ, გადაწყვეტს ორი ადამიანი – ზელენსკი და ბაიდენი”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
დასავლური მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი დაჰპირდა უკრაინას ATACMS-ის რაკეტების მცირე პარტიას, მაგრამ როდის გამოცხადდება ეს და როდის ჩავა რაკეტები უკრაინაში, ჯერჯერობით უცნობია.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს