პოდოლიაკი – რუსეთის გამო მსოფლიო ქაოსშია ჩაძირული


ავტორი
Front News საქართველო
საბრძოლო მოქმედებები ისრაელში და მასიური სარაკეტო თავდასხმები იმის შედეგია, რომ რუსეთი ანადგურებს გლობალურ უსაფრთხოებას, მოსკოვის ქმედებების გამო მსოფლიო ქაოსში ჩაეფლო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი წერს.
“შედეგები. ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, არის გლობალური უსაფრთხოების, გლობალური წესების, გლობალური შეთანხმებების განადგურება. შედეგად, მსოფლიო ჩაეფლო ქაოსში და ტერორისტული თემები იწყებენ უფრო და უფრო თამამად, აგრესიულად ქცევას და ომსაც კი უცხადებენ მთელ ქვეყნებს”, – წერს პოდოლიაკი.
პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ რუსეთის დამარცხებას შეუძლია მსოფლიოს სტაბილურობა დაუბრუნოს. მან მოსკოვს “გლობალური ტერორიზმის მთავარი დამფინანსებელი და საერთაშორისო სამართლის კოლაფსის ავტორი” უწოდა.
7 ოქტომბერს, გამთენიისას “ჰამასმა” ღაზას სექტორიდან ისრაელის სამხრეთ და ცენტრს შეუტია. ისროლეს ათასობით რაკეტა და ჭურვი, დაბომბვა გრძელდება.
“ჰამასმა” შეაღწია დასახლებულ რაიონებში სამხრეთ ისრაელში და ცნობილია, რომ 30-ზე მეტი მოქალაქე ტყვედ არის აყვანილი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში “კონტრტერორისტული ოპერაციის” დაწყების შესახებ გამოაცხადეს. ათობით გამანადგურებელი თავს ესხმის “ჰამასის” ობიექტებს.
ამ დროისთვის ცნობილია, სულ მცირე 22 დაღუპულის და 500-ზე მეტი დაშავებულის შესახებ.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს