პოდოლიაკი – საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული

ავტორი
Front News საქართველო
საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
“არ შეიძლება სცემო ადამიანები, რომლებსაც თავისუფლება, ევროპისკენ სვლა სურთ ან მიდიოდე ევროპისკენ და იყურებოდე რუსეთისკენ. არ შეიძლება, შენი პრეზიდენტი ნელ-ნელა ციხეში მოკლა.
რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ შეიძლება, უსმენდე რუსეთს. საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ევროპული“, – წერს პოდოლიაკი.
თაგები:
მიხეილ პოდოლიაკი




