Logo

პოეტ ზვიად რატიანს პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
195
Frontnews image description

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

მომდევნო სხდომა 14 აგვისტოს ჩაინიშნა.

"არსად არ დავიმალები, იმიტომ რომ ყოველ საღამოს ვიდგე რუსთაველზე და ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები ლიტერატურაში, მეტაფორის გამეორებაც არ გვჩვევია, რა თქმა უნდა იმავეს გამეორებას არ ვაპირებ, ეს იმ ჰიპოთეზურ შემთხვევაში, აქედან რამდენიმე კვირით რომ მიშვებდნენო. ახლა არ ვარ საუკეთესო მდგომარეობაში, უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ გააზრებული მაქვს ყველაფერი", - განაცხადა რატიანმა დღევანდელ პროცესზე. 

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement