პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ამწეს კაუჭი მოსწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, პოლიტკოვსკაიას 20 ნომერთან, ამწეს კაუჭი მოსწყდა და მსუბუქ ავტომობილს დაეცა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს აღნიშნულ ავტომობილში პირი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.
ამწეს კაუჭმა მანქანის წინა მხარე მთლიანად დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.
კორპუსს კომპანია "ფიგურები" აშენებს. ადგილზე არსებული სამშენებლო პროცესები ამ ეტაპზე შეჩერებულია.





