პოლიციამ აჭარაში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1969 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1966 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 11 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელიც ბათუმში, ერთ-ერთი დაკავებულის ჰ.ქ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეინახეს.
სამართალდამცველებმა ჰ.ქ.-ს დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღნიშნული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდებსა და 135 ვაზნასთან ერთად, ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციამ ჰ.ქ. და ო.ა. ბრალდებულების სახით დააკავა.
ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
უკანონო იარაღი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს