Logo

პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სამართალი
263
Frontnews
პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე "კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი,  საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო ნაკვეთების და ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკისას, 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ და 115 გრამამდე „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე,  ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები